არაუნიტარული მოდელი

არაუნიტარული მოდელი
რ. ქონელმა 1993 წელს შემოიღო. მოდელის თანახმად როგორც მასკულინობა, ასევე ფემინურობა იცვლება, მათი კონტექსტზე დამოკიდებული ვარიაციებისა და მრავალფეროვნების ახსნა კი გენდერული ფსიქოლოგიის საქმეა.ამავე დროს, ქონელის თანახმად, რადგანაც მასკულინობა და ფემინურობა ერთ პიროვნებაში თანაარსებობს სხვადასხვა წილით, მათი პოლარულად დაპირისპირებულ თვისებებად განხილვა მართებული არ იქნებოდა. უფრო სწორია, ვიფიქროთ, რომ ეს ორი განცალკევებული განზომილებაა: «ფემინურობა და მასკულინობა არსს არ წარმოადგენს, ეს გარკვეულიურთიერთობების განცდის ორი სხვადასხვა გზაა».
Source: ლადარია ნოდარ სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»